იუვენტუსს მთავარი ლიდერი გამოაკლდა | ილდიზი 2 თვეს იუქმებს
ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს ახალი სეზონი ფროზინონესთან სტუმრად გამარჯვებით კი დაიწყო, თუმცა მატჩიდან სერიოზული საკადრო პრობლემებით დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინელთა 21 წლის შემტევს - კენან ილდიზს მარცხენა ფეხზე სერიოზული დაზიანება აღენიშნება. მედიკოსების ვარაუდით, გამორიცხული არ არის ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, რაც ფეხბურთელს დაახლოებით ორ თვეს გამოატოვებინებს.
🚨💣 BREAKING: Kenan Yıldız is set to undergo knee surgery and be out for 2 months, reports @Gazzetta_it 🇹🇷 pic.twitter.com/9W2JgrswRB
— Forza Juve | 𝑒𝑛. (@theFJEN) August 24, 2026
'La Gazzetta dello Sport'-ის ცნობით, ილდიზმა პირველი ტურის მატჩის შემდეგ მარცხენა ტერფის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო. ტურინული გრანდის სამედიცინო ცენტრში (ჩატარებულმა დეტალურმა გამოკვლევებმა კლუბის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო შტაბში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ამ ეტაპზე მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს განიხილავენ, თუმცა ოპერაციის სცენარი ჯერ კიდევ დღის წესრიგში რჩება.
თურქი ტალანტის დაზიანება პირდაპირ აისახება მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის სათამაშო გეგმებზე. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელ სპეციალისტს ამ პოზიციაზე ჟერემი ბოგასა და ახალწვეულ კერიმ ალიბეგოვიჩის სახით ალტერნატივები ჰყავს, ილდიზის საკვანძო როლიდან გამომდინარე, კლუბის მენეჯმენტი შესაძლოა იძულებული გახდეს სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს.
გარდა ამისა, შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა სხვა ტრანსფერებზეც იმოქმედოს - ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა უკვე სერიოზულად განიხილავს ნიკო გონსალესის გუნდში დატოვებას, რომლის გადაბირებითაც ბეშიქთაში აქტიურად იყო დაინტერესებული.