Belive

საუთგეიტი: "ნიდერლანდებს ასეთი ძლიერი შეტევა დიდი ხანია არ ჰყოლია..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ერთი ფინალისტის ვინაობა ცნობილია და ეს ესპანეთის ნაკრებია. მეორე ფინალისტის ვინაობა კი 10 ივლისს გაირკვევა, სადაც ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრების დაპირისპირება შედგება.

პრინციპული ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გარეთ საუთგეიტმა ისაუბრა.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, თუ რა მიმართულებას მიიღებს თამაში.

შვეიცარიის მატჩის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა გავაკეთეთ კარგად და რა გვაქვს გამოსასწორებელი. ჩვენ კარგად ვიცავდით თავს ტურნირის განმავლობაში, თუმცა შემდეგ რამდენიმე თამაშში ხარისხს მოვუკელით, თუმცა სასიამოვნოა რომ სასურველ შედეგს მიანც მივაღწიეთ.

ჩვენი ყველა დადებითი თვისება უნდა გამოვავლინოთ ნიდერლანდებთან, სხვანაირად მათთან გამარჯვება გაგვიჭირდება.

ჩვენ უკვე 8 წელია, რაც თანმიმდევრული გუნდი ვართ. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ტოპ 5-ში ვართ სულ. ეს არის ის, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის გვინდოდა.

ნიდერლანდელ ფეხბურთელთა უმეტესობას კარგად ვიცნობთ. მათ ჰყავთ სწრაფი ნახევარდაცვა და მათი შემტევი მოთამაშეები ბევრად უფრო მაღალი დონის არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ..." - საუთგეიტი

ნიდერლანდებისა და გერმანიის გუნდებს შორის შეხვედრა 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები