Belive

საუთგეიტი: "მირჩევნია გულშემატკივრებმა მე მაკრიტიკონ, ვიდრე ფეხბურთელები"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველა ჯგუფური შეხვედრა გამართა. სამი მატჩის შემდეგ, გარეთ საუთგეიტის გუნდმა 5 ქულა მოაგროვა და პირველი პოზიცია დაიკავა. მიუხედავად პლეი-ოფის საგზურის მოპოვებისა, ინგლისის ფანები საკუთარი ნაკრებით თამაშით უკმაყოფილონი არიან.

"სამმა ლომმა" ორი გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. კრიტიკის მთავარი ადრესატი გარეთ საუთგეიტია, რომელიც ნაკრებს სანახაობრივად ვერ ათამაშებს. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ გუნდს აყენებს ზიანს.

მირჩევნია გულშემატკივრებმა მე მაკრიტიკონ, ვიდრე ფეხბურთელები. არ ვაპირებ ჩემს გზას გადავუხვიო. მე მესმის ჩემს მიმართ გაჟღერებული კრიტიკა, მაგრამ ფანები გუნდს გვერდში უნდა დაუდგნენ. - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა

ინგლისის ნაკრების მეტოქე 1/8-ფინალში ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გარეთ საუთგეიტის გუნდი პლეი-ოფში პირველ თამაშს 30 ივნისს გამართავს.

სხვა სტატიები