Belive

გიორგი მამარდაშვილის საოცარი სტატისტიკა ევრო 2024-ზე - ქართველ მეკარეს რეკორდამდე ცოტა დააკლდა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში თავისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა, ჩვენი ნაკრები ჯგუფიდანაც გავიდა და 1/8-ფინალში უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელებს ძალიან კარგი ტურნირი გამოუვიდათ და ამას სტატისტიკებიც მოწმობს. ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ტურნირს ყველაზე მეტი 30 მოგერიებული ბურთით დაემშვიდობა, შემდეგ მოდის ჯანლუიჯი დონარუმა 14 მოგერიებული ბურთით, რომელიც ევრო 2024-ს უკვე გამოეთიშა და რუმინელი ფლორიან ნიტა 13 სეივით, რომელიც ჯერჯერობით აგრძელებს ასპარეზობას და ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

გიორგი მამარდაშვილის ევრო 2024-ზე დაგროვებული 30 სეივი მხოლოდ ამ კონკრეტული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, არამედ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მეკარეების TOP 3 ყველაზე კარგ მაჩვენებელში შედის. მამარდაზე მეტი სეივი ერთ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს დაგროვებული, ეს იგორ აკინფეევია მან ევრო 2008-ზე 32 სეივი შეასრულა, 2000 წლის ევროზე 30 მოგერიებული ბურთი დააგროვა ფრანჩესკო ტოლდომ, პიტერ შმეიხელმა 1992 წელს 27 სეივი მიითვალა და 24 ლუის არკონადამ 1984-ში.

გიორგი მამარდაშვილმა თურქეთთან 5 სეივი შეასრულა (თურქეთი 3:1 საქართველო), ჩეხეთთან 11 და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დაისაკუთრა (საქართველო 1:1 ჩეხეთი), პორტუგალიასთან 5-ჯერ მოიგერია ბურთი (საქართველო 2:0 პორტუგალია) და ესპანეთთან 9 სეივი შეასრულა (ესპანეთი 4:1 საქართველო).

სხვა სტატიები