Belive

დიდიე დეშამი: "ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით ვერ დაასრულა. ჩატარებული სამი შეხვედრიდან "ლე ბლემ" მხოლოდ ერთი მოიგო. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეშამის ბიჭებმა ავსტრიის დამარცხება ავტოგოლის ხარჯზე შეძლეს.

ბოლო შეხვედრაში საფრანგეთმა პოლონეთთან 1:1 ითამაშა და D ჯგუფში მეორეზე გავიდა. აღსანიშნავია, ისიც რომ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლეს.

მძიმე ჯგუფურ ეტაპს გამოეხმაურა დიდიე დეშამიც. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მათ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოუწიათ თამაში და შედეგით კმაყოფილია.

იქ ვართ სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით: ავსტრია ჩვენთან დამარცხდა და ნიდერლანდებს მოუგო. მეორე ადგილზე ყოფნა დავიმსახურეთ. 1/8-ფინალიდან ახალი ტურნირი იწყება. - განაცხადა დიდიე დეშამმა

ჯერჯერობით, პლეი-ოფში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე ცნობილი არ არის. დეშამის გუნდი თავის შეხვედრას პირველ ივლისს 23:00 საათზე ჩაატარებს.

სხვა სტატიები