Belive

"საუკეთესოებთან თამაში და მათი დამარცხება ყოველთვის მინდა" - ხავი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოან ლაპორტა ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" "ბეტისთან" ადვილი გასეირნება არ ჰქონია, მაინც თვლის, რომ ფინალში გაიმარჯვებს და კატალონიელები ესპანეთის სუპერ თასს დაეუფლებიან.

ლაპორტა ჟურნალისტების წინ საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა და თვლის, რომ ამ ტიტულის მოგება მისი პროექტისთვის შესანიშნავი იქნება, თანაც "რეალის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება, ამ ყველაფერს ორმაგად სასიამოვნოს გახდის.

ფინალის წინ, ჟურნალისტებთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმაც ისაუბრა:

"საუკეთესოებთან თამაში და მათი დამარცხება ყოველთვის მინდა. მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ გვინდა ამ ტიტულის მოგება და წლის წარმატებით დაწყება. აქ ჩამოსვლამდე ორი მიზანი დავისახეთ: ფინალში გავლდა და შემდეგ იქ გამარჯვება. ერთი შესრულებია! ბიჭებს საკუთარი ძალების სწამთ და ფინალის წინ გუნდში კარგი განწყობაა." - განაცხადა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალი კვირას, 15 იანვარს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები