Belive

FourFourTwo-მ ყველა დროის ყველაზე დიდი კლუბი დაასახელა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გუნდი მადრიდის ,,რეალია''.

,,გულშემატკივრებს უყვართ კამათი იმაზე, არის თუ არა მათი საყვარელი გუნდი კონკურენტზე დიდი. მაგრამ, კითხვის დასმისას, ობიექტურ პასუხს ნუ ელით! მაინც რა განსაზღვრავს კლუბის სიდიადეს? ისტორია? მოგებული თასები? ქომაგთა რაოდენობა? სტადიონი? სიმდიდრე? თუ სოციალურ ქსელში გამომწერთა რიცხვი?'' - წერს FourFourTwo.

სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით, გამოცემა მადრიდის ,,რეალზე'', როგორც ისტორიაში უდიდეს გუნდზე საუბრობს:

,,რეალმა ჩემპიონთა თასის პირველი 5 გათამაშება მოიგო და თასების რაოდენობით ამ ტურნირის ისტორიაში ყველა გუნდს უსწრებს... ესპანეთშიც ამ გუნდის ანგარიშზე უფრო მეტი ტიტულია, ვიდრე მის მთავარ მეტოქეებს აქვთ.

ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მსოფლიოში და ამავდროულად, ყველაზე პოპულარულიც, როგორც ესპანეთში, ასევე - საერთაშორისო დონეზე. რეალი ყველაზე მაღალშემოსავლიან გუნდებს შორის რეგულარულად ლიდერობს. ,,სანტიაგო ბერნაბეუ'', რომელმაც 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, საკულტო სტადიონია და ამ გუნდს სოციალურ ქსელშიც საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს.''

FourFourTwo-ს ვერსიით, რეიტინგში მეორე ადგილს კატალონიის ,,ბარსელონა'' იკავებს, მესამე ,,მანჩესტერ იუნაიტედია'', მეოთხე მიუნხენის ,,ბაიერნი'', მე-5 კი - ,,ლივერპული''.

FourFourTwo - 10 უდიდესი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში:

  1. რეალი

  2. ბარსელონა

  3. მანჩესტერ იუნაიტედი

  4. ბაიერნი

  5. ლივერპული

  6. იუვენტუსი

  7. მილანი

  8. მანჩესტერ სიტი

  9. ჩელსი

  10. ინტერი

სხვა სტატიები