Belive

საუკეთესო ოცეულში: GOAL-მა ოქროს ბურთის ნომინანტების სია განაახლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სპორტულმა მედია-საშუალებამ, GOAL.COM-მა ოქროს ბურთის 2023 წლის დაჯილდოებისთვის რეიტინგი განაახლა.

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა ოცეულში კვლავაც იმყოფება და მე-13 პოზიციას იკავებს, ის მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც კაზემირო, ჯეკ გრილიში, ჯონ სტოუნსი, ბუკაიო საკა, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, მარკუს რაშფორდი არიან.

სიის სათავეში ისევ ჯილდოს ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ მომგები ლიონელ მესია, მეორე ადგილს ერლინგ ჰოლანდი, მესამეს კი კილიან მბაპე იკავებს.

2022/23 წლების სეზონში, 22 წლის ქართველმა ნაპოლის” შემადგენლობაში სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში, 30 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები