Belive

საუკეთესო ორივე გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ატალანტასთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.

22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8,6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ხვიჩა ,,სასუოლოს” წინააღმდეგ ბურთს სულ 59-ჯერ შეეხო, კარისკენ ხუთჯერ დაარტყა და 33-დან 31 სწორი გადაცემა გააკეთა (94%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში ასევე ყველაზე მაღალი – 8 ქულით შეაფასა.

26 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები