Belive

La gazzeta dello sport: "ნაპოლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით კოკა-კოლასთან მოლაპარაკებას აწარმოებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური გამოცემა La gazzeta dello sport-ი საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მარკეტინგული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით სიახლეს ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია "კოკა-კოლას" თანამშრომლობით პოპულარულ სასმელზე ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების გამოსახულება დაიბეჭდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მარკეტინგულ კამპანიას "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას უფლებების გამოყენების გამო ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი იტალიური გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

"კლუბი ფეხბურთელის სარეკლამო უფლებების გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ნაპოლი" აწარმოებს მოლაპარაკებებს Coca-Cola-ს მარკეტინგის წარმომადგენლებთან როგორც საქართველოს, ასევე ატლანტას შტაბ-ბინაში. ჩვეულებისამებრ ფეხბურთელების კონტრაქტებში გათვალისწინებულია ამ ტიპის უფლებების გადაცემა", - წერს gazzetta.it-ი.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები