Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ კლერმონთან მატჩში?

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში ,,მეცმა'' ,,კლერმონს'' სტუმრად 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 86 წუთი გაატარა და WhoScored-ისგან 7,6-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ალექსანდრ უკიჯას (მეცის მეკარე - 8.0) ჩამორჩა.

მიქაუტაძე თამაშში ბურთს სულ 39-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (ორჯერ კარში) და 18-დან 12 ზუსტი პასი გააკეთა (67%).

Sofascore-მა გიორგის თამაში 7,4 ქულით შეაფასა (მეცში მასზე მაღალი შეფასება სამ ფეხბურთელს ჰქონდა).

ლიგა 1-ის 3 ტურის შემდეგ მიქაუტაძის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

,,მეცი'' მომავალ შეხვედრას 3 სექტემბერს, ,,რეიმსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები