მიქაუტაძემ ლიგა 1-ში წელს პირველად გაიტანა | ქართველის შეფასება რეიმსთან მატჩში
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "რეიმსს" უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4:0 დაამარცხა. ვარჯიშზე მიღებული მუხლის ტრავმის გამო, ლაკაზეტი განაცხადში ვერ მოხვდა, პაულო ფონსეკამ კი ძირითად შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე დააყენა - ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩში წერტილი სწორედ გიორგიმ დასვა, დამატებულ მესამე წუთზე, კონტრშეტევაზე წამოსული შერკის პასი 'ჩაკეტა' და გოლის გატანა არ გასჭირვებია. ჩემპიონატში ეს ქართველის მეხუთე გოლია, ბოლოს მას წინა წლის 15 დეკემბერს, დონარუმას კარში ჰქონდა გატანილი. მიქაუტაძის შეფასება 7.3-დან 7.7 ქულამდეა (სხვადასხვა საიტის მონაცემით).
დიდებული მატჩი ჩაატარეს რაიან შერკიმ და კორენტინ ტოლისომ - ამ უკანასკნელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, შერკიმ კი გოლი და 2 საგოლე გადაცემით დაამთავრა შეხვედრა, რეიმსის კარში პირველი გოლი ტალიაფიკომ შეაგდო.
ლიონი 33 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მესამე ადგილთან, რომელზეც ახლა "ნიცაა", მხოლოდ 4 ქულაშია.