Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ მონპელიეს წინააღმდეგ?

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "მონპელიე" 1:4 დაამარცხა. მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, 38 წუთზე ტანგი კულიბალიმ გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი ლიონელებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს, 50-ე წუთზე ერნესტ ნუამამ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 53-ე წუთზე კორენტინ ტოლისომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ალექსანდრ ლაკაზეტიმ 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.0 შეფასება დაუწერა, ჟორჟმა კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა, ბურთს 22-ჯერ შეეხო, 16 გადაცემიდან 12 ზუსტად გააკეთა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 1-ში დარჩა,

"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 36 ქულით მე-5 ადგილზეა (10 მოგება, 6 ფრე, 6 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 თებერვალს 23:45 საათზე, "პსჟ"-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები