საუკეთესო მოედანზე - კვერნაძის გოლმა ფროზინონეს ქულა მოუტანა
სერია A-ს მეოთხე ტურის შეხვედრაში ჯენოამ ფროზინონეს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ძალიან კარგ ფორმაშია გიორგი კვერნაძე, რომელმაც გოლი სერია A-ს ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
ანგარიში მე-14 წუთზე სწორედ გიორგი კვერნაძემ გახსნა - ქართველმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, წავიდა მცველის მოტყუებაზე და საჯარიმოდან მეკარესთვისაც აუღებლად დაარტყა. ჯენოამ ანგარიშის გათანაბრება 50-ე წუთზე მოახერხა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა (მიუხედავად იმისა, რომ 87-ე წუთიდან მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ).
კვერნაძე მწვრთნელმა 87-ე წუთზე შეცვალა, თუმცა ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და შეფასებებიც ყველაზე მაღალი მიიღო (7.8-დან 8.0-დე / SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).
გავლილ 4 ტურში, კვერნაძის ანგარიშზე, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა - ფროზინონე 7 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
სხვა სტატიები
გიორგი კვერნაძის გოლი ჯენოასთან (ვიდეო)
15 საათის წინ ფეხბურთი