კვერნაძე საუკეთესო იყო - ფროზინონემ ლეჩე გაანადგურა
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მეცხრე ტურში, ფროზინონემ ლეჩეს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გააანადგურა. შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი კვერნაძემ და მან შეუცვლელად ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ფროზინონემ წინა ორ ტურშიც (თითოეულში) 4 გოლი გატანა (მოგება სასუოლოსთან და ფრე ატალანტასთან), კვერნაძეს იმ შეხვედრებში საგოლე მოქმედება არ ჰქონია, ლეჩესთან კი 2 საგოლე პასი გააკეთა და ახლა მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 ასისტია (სერია A-ში). პასების გარდა, კვერნამ პირველ ტაიმში პენალტიც მოიპოვა.
რუმინელმა თავდამსხმელმა, დანიელ ბირლიგიმ დუბლი შეასრულა, თუმცა საუკეთესო შეფასება მაინც გიორგი კვერნაძემ დაიმსახურა - 9.3-დან 9.6 ქულამდე (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის შეფასებით).
ფროზინონე 17 ქულით მეექვსე ადგილზეა და უსწრებს ისეთ გუნდებს, როგორიც იუვენტუსი და ნაპოლია.