საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელებს შორის - მბაპეს მორიგი რეკორდი
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის 29-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლორიანს'' სტუმრად 4:1 მოუგო. მატჩში დუბლი გაიფორმა პარიზული გუნდის ლიდერმა, კილიან მბაპემ, რომელსაც მიმდინარე სეზონში 26 გოლი დაუგროვდა.
შედეგად, კილიანი გახდა პირველი ფრანგი ფეხბურთელი Top 5 ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონში მინიმუმ 25 გოლის გატანა შეძლო.
2020/2021 - 27 გოლი
2021/2022 - 28 გოლი
2022/2023 - 29 გოლი
2023/2024 - 26 გოლი
გარდა ამისა, მბაპემ გუშინ ლიგა 1-ში 190-ე გოლი გაიტანა, რითაც ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის ჟოზეფ უჟლაკის გაუთანაბრდა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 43 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
,,პსჟ'' მომავალ მატჩს შაბათს, 27 აპრილს, ,,ლე ავრის'' წინააღმდეგ გამართავს.