Belive

ფიგუმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ, ოქროს ბურთის კანდიდატების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

,,მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე როდრის გოლებითა და საგოლე გადაცემებით თავი დიდად არ გამოუჩენია, მან ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა.

იმის გათვალისწინებით, რაც მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, კანდიდატთა შორის ისიც უნდა იყოს.

ვფიქრობ, ვიტინიამ და დუემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის და განსაკუთრებით პორტუგალიის ნაკრებისთვის, საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად არ ყოფილა, კანდიდატთა სიაში ყოფნას ისინიც იმსახურებენ.'' - ლუიშ ფიგუ

წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული უსმან დემბელეა, რომელიც წელსაც ფავორიტთა შორისაა.

სხვა სტატიები