,,იმედია, 1/8-ფინალში გავალთ, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები'' - სიმეონე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა:
,,ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ესპანეთისა და ატლეტიკოს წარმოჩენა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და მაქსიმუმს გავაკეთებთ! ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი იქნება, თუმცა კლუბებით.
სამხრეთ ამერიკული და ევროპული სტილი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, რაც ტურნირს კიდევ უფრო სანახაობრივს და საინტერესოს გახდის, განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ამ გუნდების თამაშს მიჩვეულნი არ არიან. იმედი მაქვს, ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება, რომლითაც ყველა ისიამოვნებს.
წილისყრის შედეგები? თამაში 3 დიდი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს. ვიმედოვნებ, მერვედფინალში გავალთ. ამის შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდბეა მოვლენები. ეს ტურნირი საკმაოდ განსხვავებული იქნება ჩემპიონთა ლიგისგან, სადაც 2-2 მატჩია, აქ დღის საუკეთესო გუნდი გაიმარჯვებს. გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ ითამაშებენ ფეხბურთელები მოცემულ მომენტში.'' - დიეგო სიმეონე
ატლეტიკო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის B ჯგუფში პარი სენ ჟერმენთან, ბოტაფოგოსთან და სიეტლ საუნდერსთან ერთად იასპარეზებს. ჩოლოს გუნდი პირველ მატჩს კვირას, 15 ივნისს, პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავს.
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.