Belive

საუდის არაბეთი რაფაელ ვარანისთვის გასაოცარ შეთავაზებას ამზადებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რაფაელ ვარანი შესაძლოა საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბ "ალ-ნასრში" გადავიდეს, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. არაბეთის გუნდს ფრანგი ფეხბურთელისთვის განსაცვიფრებელი შეთავაზება აქვს, რომელიც 50 მილიონ ფუნტს შეადგენს, ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star აქვეყნებს.

რაფაელ ვარანს, როგორც გამოცემა იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა სურს, რადგან 2023/24 წლების სეზონში სათამაშო დრო ძალიან ცოტა ეძლევა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მას კონტრაქტი ამ წლის ზაფხულში ეწურება.

თუ რაფაელ ვარანი "ალ-ნასრში" გადავა, ის თავის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშებს. ისინი "რეალ მადრიდში" 5 წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ, რა დროშიც 4 ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს, მათ ასევე უთამაშიათ "მანჩესტერ იუნაიტედშიც" 2022 წლამდე, სანამ კრიშტიანუ საუდის არაბეთის პრო ლიგაში გადავიდოდა.

სხვა სტატიები