Belive

რაფაელ ვარანი იტალიური კომოს ფეხბურთელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი თავისუფალი აგენტის სტატუსით იტალიურ კლუბ "კომოს" შეუერთდა, რომელსაც სესკ ფაბრეგასი წვრთნის. 31 წლის ფეხბურთელი ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, წელს მას ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბის გარეშე იყო დარჩენილი რის შემდეგაც საბოლოოდ სერია B-დან სერია A-ში დაწინაურებულ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.

"კომოში" ვარანი "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელებს პეპე რეინას და ალბერტო მორენოს შეუერთდება.

რაფაელ ვარანმა კარიერა "ლანსში" დაიწყო, შემდეგ "რეალ მადრიდში" იასპარეზა, ხოლო "კომოში" გადასვლამდე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

სულ ფრანგ ფეხბურთელს საკლუბო კარიერაში 479 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 21 გოლი და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ეროვნული ნაკრების მაისური კი 93 შეხვედრაში მოირგო და 5 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები