სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ალ იტიჰადი სალაჰის ყიდვას ისევ ეცდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ იტიჰადი'' ,,ლივერპულს'' მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართავს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
არაბული გუნდი, რომელიც მზადაა, ეგვიპტელის სანაცვლოდ 235 მილიონი ევრო გადაიხადოს, მის გადაბირებას 7 სექტემბრამდე (ხუთშაბათს პრო ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება) ეცდება.
,,ალ იტიჰადში'' გადასვლის შემთხვევაში, სალაჰი წელიწადში ხელფასის სახით 80 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.