რატომ აჯობა რეალმა ბაიერნს იდენტური მაჩვენებლების მიუხედავად?
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფაზა მადრიდის ,,რეალმა'' მე-11, მიუნხენის ,,ბაიერნმა'' კი მე-12 პოზიციაზე დაასრულა.
საინტერესოა, რომ 8 ტურის შემდეგ, ორივე გუნდმა იდენტური მაჩვენებლები დააფიქსირა - მოიგეს 5-5 მატჩი, წააგეს - 3-3; გაიტანეს 20-20 და გაუშვეს 12-12.
შესაბამისად, საჭირო გახდა ევროტურნირის დებულების მე-5 პუნქტის ამოქმედება - ,,რეალმა'' მხოლოდ იმიტომ აჯობა ,,ბაიერნს'', რომ ,,სამეფო კლუბმა'' სტუმრად მეტი მატჩის მოგება შეძლო. უფრო კონკრეტულად ,,რეალმა'' 2 გასვლით შეხვედრაში იმარჯვა, ,,ბაიერნმა'' კი - 1-ში.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის წილისყრა ხვალ გაიმართება, ,,რეალისა'' და ,,ბაიერნის'' სავარაუდო მეტოქეები ,,მანჩესტერ სიტი'' და ,,სელტიკი'' არიან.