Belive

არნე სლოტმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მატჩის წინ, პეპ გვარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი უწოდა:

,,მანჩესტერ სიტი ძალიან კარგი გუნდია და ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ მივიჩნევ გვარდიოლას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად არის ის, რომ პეპი პრობლემის გადაჭრის გზას ყოველთვის პოულობს.

მისი ამჟამინდელი პრობლემა როდრის არყოფნაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გვარდიოლა გამოსავალს იპოვის და გუნდი საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს კვირამდე არ მოხდება.'' - არნე სლოტი

კვირას, პირველ დეკემბერს, პრემიერლიგის მე-13 ტურში ,,ლივერპული'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს.

12 ტურის შემდეგ ,,მერსისაიდელები'' 31 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან და მეორეადგილოსან ,,სიტის'' 8 ქულით უსწრებენ.

სხვა სტატიები