Belive

,,სათამაშოდ ყველაფერი გავაკეთე'' - ნეიმარი ალ ჰილალის ფანებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნეიმარი, რომელიც კარიერას მშობლიურ ,,სანტოსში'' გააგრძელებს, ,,ალ ჰილალის'' გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით დაემშვიდობა:

,,მადლობა ალ ჰილალის თითოეულ წევრსა და გულშემატკივრებს! სათამაშოდ ყველაფერი გავაკეთე და ვისურვებდი, რომ მოედანზე ერთად უკეთესი დრო გაგვეტარებინა.

მადლობა ამ ქვეყანას ახალი სახლისთვისა და გამოცდილებებისთვის. ნამდვილი საუდის არაბეთი გავიცანი და მეგობრები შევიძინე. თქვენს სიყვარულსა და ვნებას თამაშის მიმართ ყოველთვის ვგრძნობდი.

თქვენ წარმოუდგენელი მომავალი გელით და ყოველთვის გიქომაგებთ.'' - ნეიმარი

ნეიმარი ,,ალ ჰილალში'' 2023 წლის აგვისტოში გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ანაზღაურება წელიწადში 150 მილიონი ევრო იყო, რაც ,,პსჟ-ში'' არსებულ ხელფასს 6-ჯერ აღემატებოდა.

ბრაზილიელმა არაბული გუნდის მაისურით სულ 7 შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები