Belive

პარადოქსი: ნეიმარზე დასაკვირვებელ მატჩში ნეიმარი არ იქნება

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარტში, ბრაზილიის ამხანაგური მატჩებისთვის წინასწარ შერჩეულ გაფართოებულ განაცხადში ნეიმარი მოხვდა - ის ოთხშაბათს, მირასოლში, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის პირადად უნდა ენახა და დარწმუნებულიყო, რომ ნეიმარი სათანადო ფიზიკურ კონდიციაშია. პარადოქსი ისაა, რომ სანტოსმა, ის განაცხადში არ შეიყვანა.

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

Globo Esporte-ს ცნობით, კარლო ანჩელოტი მირასოლსა და სანტოსს შორის ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩს უნდა დასწრებოდა (სანამ აშშ-ში საფრანგეთთან (26 მარტი) და ხორვატიასთან (31 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობას დაასახელებდა). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ნეიმარის ფიზიკური მდგომარეობის პირადად შეფასება მოეთხოვებოდა, რადგან ფეხბურთელი ნაკრებთან ორწელიწადნახევარზე მეტი განშორების შემდეგ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს აპირებს. ბრაზილიური მედიის ცნობით, ის გაფართოებულ განაცხადში მოიაზრება, თუმცა ეს დადებითი ნიშანი სწრაფად დაჩრდილა სანტოსის გადაწყვეტილებამ - ნეიმარს მირასოლთან დაესვენა.

ნეიმარმა ჩვეული ვარჯიშის პროგრამა მხოლოდ გასულ კვირას განაახლა. ეს ვარსკვლავის შესაბამის ფიზიკურ ფორმაში ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს, არადა მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.