კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიდის"
კრიშტიანუ რონალდუმ გულწრფელად აღიარა, რომ მისი ლეგენდარული კარიერის დასრულების ბოლო სასტვენი სწრაფად ახლოვდება. პორტუგალიელი ლეგენდა, რომელიც ამჟამად 41 წლისაა, ალ ნასრისთან ერთად, საუდის არაბეთის ჩემპიონობას უახლოვდება - საუდში გადასვლის შემდეგ, რონალდუსთვის ეს პირველი საკლუბო ტიტული იქნება.
კვირის შუაში, საუდის პრო ლიგის 30-ე ტურში, ალ აჰლისთან 2:0 მოგებულ მატჩში, რონალდუმ კარიერის 970-ე გოლი გაიტანა. 1000-იან ნიშნულზე ასვლასთან ერთად, რონალდუსთვის მნიშვნელოვანია, რომ კარიერის დასრულებამდე შიდა ჩემპიონატიც მოიგოს.
მე ვაგრძელებ თამაშს არა მხოლოდ ამ თაობისთვის, არამედ წინა და მომავალი თაობისთვისაც, მე ვტკბები ყოველდღე, თამაშიდან თამაშამდე, წლიდან წლამდე, მაშინაც კი, როცა კარიერის დასასრულს ვუახლოვდები - ეს ფაქტია.
ჩემი კარიერა ბრწყინვალე იყო და მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. მე კვლავ ვიტან გოლებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საქმე გამარჯვებაშია. ჩვენ ნამდვილად გვინდა ლიგის მოგება
- განაცხადა რონალდუმ
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ალ ნასრი მეორეადგილოსან ალ ჰილალს 8 ქულით უსრებს, თუმცა ალ ჰილალს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რონალდუს კიდევ ერთი 'სანაკრებო დიდების' შანსიც აქვს - პორტუგალიელი საკუთარ ნაჯრებთან ერთად ამ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.