Belive

"სასტვენის შემდეგ თავი უნდა შეიკავო" - ლოჩოშვილმა წითელი ბარათი მიიღო

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია B-ს მესამე ტურში "კრემონეზემ" საკუთარ მოედანზე "პალერმო" მიიღო და მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელადად ითამაშა, თუმცა მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ, მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა და კლუბს მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი კრემონეზეს მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ გააკეთა.

როცა მსაჯი შეხვედრას დაასრულებს, აუცილებელია, რომ ყველაფერზე მაღლა დადგე. ნებისმიერი სიტყვა შეიძლება არასწორად იყოს აღქმული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი დაძაბულობაა. ლოჩოშვილს, ვანდეპუტესა და მაიერს ძალიან კარგი თამაში ჰქონდათ, ასე რომ, სამწუხაროა რაც მოხდა. - განაცხადა კრემონეზეს მწვრთნელმა

კრემონეზეს გავლილ 3 ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს, ლოჩოშვილის გუნდმა მეორე ტურში "კარარესეს" მოუგო. კლუბი სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში სტუმრად "სასუოლოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები