Belive

ლუკა ლოჩოშვილის საჩივარი დისკვალიფიკაციის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა ლოჩოშვილის საჩივარი დისკვალიფიკაციის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ქართველმა ფეხბურთელმა "პალერმოსთან" შეხვედრის მიწურულს მსაჯთან ცხარედ იკამათა და წითელი ბარათი მიიღო, იტალიის სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კი მან 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გუნდმა ეროვნულ სპორტულ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, მაგრამ ლოჩოს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს.

ქართველმა ფეხბურთელმა მას შემდეგ ორი მატჩი, "სასუოლოსთან" და "სპეციასთან" უკვე გამოტოვა, მაგრამ კიდევ ორის გამოტოვება მოუწევს - 20 სექტემბერს "კატანძაროს" და 30 სექტემბერს "ბრეშას" წინააღმდეგ.

სხვა სტატიები