კრემონეზე მანტოვასთან დამარცხდა | ლოჩოშვილმა წითელი ბარათი მიიღო
იტალიის სერია B-ს მე-13 ტურის შეხვედრაში "კრემონეზე" "მანტოვასთან" 0:1 დამარცხდა.
ლუკა ლოჩოშვილმა ასპარეზობა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ქართველ მცველს კარგი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა მას 6.6 შეფასება დაუწერა. ლუკამ 90-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 90+3-ზე კი მეორე და თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე მოედნიდან გააძევეს.
მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, მან ერთხელ სახიფათო ეპიზოდი განმუხტა და ბურთი მოიგერია, ერთხელაც კი დარტყმული ბურთი დაბლოკა, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 2-ში დარჩა. ბურთს 36-ჯერ შეეხო, 27 გადაცემა გააკეთა და 24 ზუსტი იყო (89%), 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ერთი წარმატებული გამოდგა, ასევე ერთხელ შექმნა სახიფათო მომენტი.
FULL TIME
— U.S. Cremonese (@USCremonese) November 9, 2024
🏆 Serie BKT
⚽ Mantova-Cremonese 1⃣-0⃣
⌛🔚 La rete di Burrai al 59’ decide la sfida del Martelli
🖊️https://t.co/0xR9brwXvA #AmarsiAncora #forzagrigiorossi #daiCremo #SerieBKT #ManCre pic.twitter.com/KTbgBeECro
"კრემონეზე" სერია B-ში 18 ქულით მე-5 ადგილზეა (5 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი). ამ ტურის შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იასპარეზებს. "კრემონეზე" მომდევნო მატჩს, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი გამოტოვებს "ფროზინონეს" წინააღმდეგ 24 ნოემბერს ჩაატარებს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.