სასწრაფო ოპერაცია და მინიმუმ 2 თვიანი მკურნალობა - პოგბას ტრავმა სერიოზულია
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მარჯვენა მუხლის არეში დაფიქსირებული ტკივილის შემდეგ, პოლ პოგბას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც გამოავლინა გვერდითი მენისკის დაზიანება. მომდევნო საათების განმავლობაში ის გაივლის სპეციალურ ორთოპედიულ კონსულტაციას. პოგბას სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება და შესაძლოა მომდევნო ორი თვე გამოტოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შესაძლოა კლუბში მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ ითამაშოს". - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.ჯერჯერობით უცნობია, პოგბას ტრავმა გავლენას იქონიებს თუ არა მოახლოვებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ტრავმის შემდეგ პოგბას მსოფლიო ჩემპიონატამდე მოსამზადებლად მხოლოდ 1 თვე ექნება და არის იმის დიდი ალბათობა, რომ ფრანგი ნახევამრცველი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდეს.