Belive

"მანჩესტერ სიტი ჰოლანდის გარეშე უკეთესი გუნდი იყო" - დიდი ჰამანი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დიდი ჰამანმა განაცხადა, რომ გვარდიოლას გუნდი უკეთესი იყო, სანამ ერლინგ ჰოლანდს დაიმატებდა.

"ქალაქელები" შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:1 დამარცხდნენ და ტიტულისთვის ბრძოლაში საქმე უფრო გაირთულეს. შეხვედრაში ანგარიში ჯეკ გრილიშმა გახსნა, თუმცა, "წითელმა ეშმაკებმა" 2 უპასუხო გაოლი გაიტანეს და მანჩესტერული დერბი გამარჯვებით დაასრულეს.

"ქალაქელთა" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა. გარდა ამისა, ფორვარდს არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ ჰქონია. "სიტიში" გადასვლის შემდეგ ერლინგმა 27 გოლის გატანა მოახერხა და ამის მიუხედავად, დიდი ჰამანი თვლის, რომ ის გუნდს ხელს უშლის.

"თუნდაც მან 40 გოლი გაიტანოს, "მანჩესტერ სიტი" ჰოლანდის გარეშე უკეთესი გუნდი იყო." - განაცხადა დიდი ჰამანმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი ინგლისურმა კლუბმა 60 მილიონ ევროდ დაიმატა და "სიტისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები