Mundo Deportivo: "რონალდუს დე ბრუინესთან თამაში სურს და მის კონტრაქტზე პირადად ზრუნავს"
გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემის "Mundo Deportivo"-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს კევინ დე ბრუინესთან თამაში სურს და მის საუდის არაბეთში გადმობირებაზე პირადად ზრუნავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს სურს რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატიც მოიგოს, თუმცა 2 სეზონია ამას ვერ ახერხებს, ამ ყველაფერში კი საკუთარი გუნდის "ალ ნასრის" მენეჯმენტს ადანაშაულებს. პორტუგალიელი ვარსკვლავი იმ აზრზეა, რომ მისი კლუბიც ისევე უნდა განვითარდეს სატრანსფერო სიახლეებით, როგორც ამას სხვა არაბული კლუბები აკეთებენ.
დე ბრუინეს "სიტისთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და სანამ პრემიერ ლიგის ჩემპიონები მოლაპარაკებების განახლებისთვის ემზადებიან, 33 წლის ნახევარმცველს შესაძლოა არაბულმა კლუბმა ისეთი თანხა შესთავაზოს ხელფასის სახით, რომ ამაზე უარის თქმა ფიზიკურად ვერ შეძლოს.
საუბარია კვირაში 1 მილიონ დოლარზე, რომელსაც "ალ ნასრი" და პირადად კრიშტიანუ რონალდუ დე ბრუინესთვის ამზადებს.
საინტერესოა, რომ უკვე დიდი ხანია რაც კევინ დე ბრუინე საუდის არაბეთში თამაშზე საუბრობს, მან სეზონის სტარტზე არ გამორიცხა, რომ მომავალ სეზონში, მას შემდეგ რაც "სიტისთან" კონტრაქტი ამოეწურება ფეხბურთს ბიზნესის კუთხით შეხედავდა.
იმ შემთხვევაში თუ კევინ დე ბრუინე "ალ ნასრში" გადავა, არაბულ კლუბს ვარსკვლავური შემადგენლობა ეყოლება: კრიშტიანუ რონალდუ, აემერიკ ლაპორტი, მარსელო ბროზოვიჩი და სადიო მანე.
აქვე შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინეს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის შესახებაც ბელგიელ ვარსკვლავს ბევრჯერ უსაუბრია. 2023 წლის ზაფხულში დე ბრუინემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან თამაში სურდა, რადგან მისი საგოლე გადაცემის რაოდენობა ერთიორად გაიზრდებოდა.