Belive

საშინელი ვალენსია და მამარდაშვილის ანტირეკორდი

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონამ" მონჟუიკზე "ვალენსიას" უმასპინძლა და მეტოქე 7:1 გაანადგურა. კატალონიელთა ტოტალური უპირატესობის ფონზე, ეს შედეგი გასაკვირი არაა, გუნდები პირველი ტაიმის შესვენებაზე უკვე 5:0 ანგარიშით გავიდნენ.

გიორგი მამარდაშვილის კარის ჩარჩოში სულ 11-ჯერ დაარტყეს, 7 გაშვებული გოლის გარდა, მამარდამ 4-ჯერ შეძლო გუნდის გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გატარებული დროის განმავლობაში, გიორგის ამდენი არ გაუშვია. ყველაზე მეტი, 5 გოლი მას "რეალმა" 2023 წლის 11 ნოემბერს გაუტანა (5:1). თუ სანაკრებო შეხვედრებსაც გავითვალისწინებთ, ზუსტად იმავე ანგარიშით დავმარცხდით საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებთან - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, 2023 წლის 8 სექტემბერი (1:7), მაშინ კარში სწორედ მამარდაშვილი იდგა.

ვალენსია ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა 16 ქულით, ბარსელონას კი 42 ქულა აქვს და ლიდერ რეალს 7 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები