Belive

ლივერპული მანჩესტერთან დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილის შეფასება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მერსისაიდული გრანდი პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-3, ყველა ტურნირზე კი ზედიზედ მე-4 მატჩში დამარცხდა. ისტორიულ მეტოქესთან ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც 2 ბურთის მოგერიება შეძლო.

მერსისაიდული გრანდის ქართველ კიპერს ალექსანდრ ისაკთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. Flashscore-მ მამარდაშვილის თამაში 5.9 ქულით შეაფასა. Whoscored-მა მამარდა 5.8 ქულით, ხოლო Sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა.

სხვა სტატიები