სასამართლომ ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნო
“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი - ბენჟამინ მენდი, რომელსაც ბრალად 7 ქალის გაუპატიურება ედებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა.
ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად წინასწარი დაკავების იზოლატორში ლივერპულში იმყოფებოდა, რომელიც B კატეგორიის გახლავთ და რომელსაც სახელად "Altcourse"-ი ეწოდება, შემდეგ კი იგი ქალაქ მანჩესტერში, A კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, სახელად – "Strangeways".
🚨🚨 Benjamin Mendy has been found NOT GUILTY of rape and attempted rape. ❌
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) July 14, 2023
Earlier this year, he had already been found not guilty on six counts of rape and one of sexual assault.
The jury, which had originally failed to agree on the two remaining charges, finally ruled and… pic.twitter.com/qgUbLfU9tB
ამ წლის დასაწყისში ის უკვე უდანაშაულოდ ცნეს გაუპატიურების ექვს ბრალდებაში და ერთ სექსუალურ ძალადობაში, დღეს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელიც თავდაპირველად ვერ შეთანხმდა დარჩენილ ორ ბრალდებაზე, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და იგი უდანაშაულოდ ცნო.
შეგახსენებთ, რომ ბენჟამინ მენდის ფეხბურთი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება თუ არა მენდი პროფესიონალურ ფეხბურთს.