ჟოზე ალვალადეზე მე-7 შესასვლელი კრიშტიანუ რონალდუს სახელობის იქნება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლისაბონის "სპორტინგი" კრიშტიანუ რონალდუსათვის პირველი კლუბი იყო, სადაც მან პროფესიული კარიერა დაიწყო. 12 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელს მაშინ არავინ იცნობდა, თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, უბრალოდ ისტორიაა. მისი კარიერიდან გამომდინარე, რონალდუ უდავოდ დარჩება ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად, რომელსაც "სპორტინგის" რიგებში უთამაშია.
ლისაბონურ კლუბში ჩატარებულ 31 შეხვედრაში კრიშტიანუმ 5 გოლი გაიტანა, რამაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიქცია. მისი ლეგენდის პატივსაცემად "სპორტინგმა" გადაწყვიტა, რომ საშინაო მოედანზე მე-7 შესასვლელი კრიშტიანუ რონალდუს სახელობის იყოს.
🚨
— The CR7 Timeline. (@TimelineCR7) October 8, 2023
OFFICIAL:
Sporting CP have changed the name of Gate number 7 to ‘Cristiano Ronaldo’ at the José Alvalade Stadium. pic.twitter.com/14NVdIy5fC