ლევანდოვსკის ტრავმა მძიმეა - პოლონელი დიდი ალბათობით ელ კლასიკოს გამოტოვებს
კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "დრაგაუზე" "პორტუს" ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა.
გამარჯვების გოლი ფერან ტორესმა გაიტანა, რომელიც მოედანზე მატჩის 34-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკის ნაცვლად შემოვიდა.
რამდენიმე წუთის წინ კი "ბარსელონამ", რობერტ ლევანდოვსკის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
𝙇𝘼𝙏𝙀𝙎𝙏 𝙉𝙀𝙒𝙎 | Tests carried out this morning have revealed that Robert Lewandowski has a left ankle sprain. He is out and his recovery will determine his availability. pic.twitter.com/DelL9d8V4F
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 5, 2023
"დღეს დილით ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ რობერტ ლევანდოვსკის მარცხენა ტერფის მძიმე დაჭიმულობა აქვს. ის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და რეაბილიტაციის კურსი განსაზღვრავს, თუ როდის შეძლებს რობერტი მოედანზე დაბრუნებას..." - ბარსელონა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარცხენა ფეხის დაჭიმულობის სრულად მოშუშებას მინიმუმ 1 თვე სჭირდება, თვის ბოლოს, უფრო კონკრეტულად კი 28 ოქტომბერს, "ბარსელონას" ელ კლასიკო აქვს სათამაშო.
ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა პოლონელი ფორვარდი კატალონიური კლუბის დახმარებას.