Belive

სარეკორდო შეთავაზება - გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა ვლადიმირ ვაისთან ითამაშოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ კიევის "დინამომ", სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის, ბრატისლავის "სლოვანის" მხრიდან საკმაოდ მსუყე შეთავაზება მიიღო და ნიჭიერი ქართველი შემტევის სანაცვლოდ 2 მილიონი ევროს გადახდა დააპირა. ცნობილია, რომ გარდა ჯაბა კანაკვას და გურამ კაშიას გუნდისა, 21 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ბუქარესტის "დინამო", ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" და პოლონეთის ექსტრაკლასას რამდენიმე გუნდი, მათ შორის კრაკოვის "ვისლა" ინტერესდება. ამჟამად, წიტაიშვილი, რომლის კონტრაქტიც კიევის "დინამოს" ეკუთვნის, "ჩერნომორეცშია" განათხოვრებული და 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები