Belive

ფაბიო კანავარო: "ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია - მას მცველების წინააღმდეგ უპირატესობა აქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ "ნაპოლის" ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფენომენია.

"ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია, თუ ბურთის აღების ნებას მისცემ, ის გაგარღვევს. იმის გასაგებად, თუ რა შესაძლებლობების მქონეა, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ მის მოძრაობას მოედანზე. ის ბურთს იღებს და საკმაო ხანს ინარჩუნებს, შემდეგ კი ამოირჩევს მოწინააღმდეგეს და გამიზნულად მასზე მიდის.

და როგორ უნდა გავაჩეროთ ის? თანამედროვე ფეხბურთში მას აქვს უპირატესობა, რადგან მცველებს დიდი არჩევანი არ აქვთ, მათ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ. სამოსზე ვერ შეეხები, რადგან გაფრთხილებას მიიღებ. თუ ჩაარტყამ და მოცელავ, მოედნიდან გაგაძევებენ. გაიხსენეთ, როგორ ექცეოდნენ მარადონას, ის საოცარი იყო", - თქვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ბოლო მცველმა, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები