Belive

საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად კვარას მაისური გაიყიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლის" ვარსკვლავებმა საკუთარი მაისურები საქველმოქმედო ფონდს გადასცეს.

საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდული მაისრების თანხა, სრულად გადაირიცხება მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში. გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონზე ყველაზე ძვირად ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გაიყიდა.

  • ხვიჩა კვარაცხელია - $5300
  • ვიქტორ ოსიმენი - $3700
  • ელიფ ელმასი - $3100
  • პიოტრ ზიელინსკი - $2100

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გაცილებით უფრო მეტი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის სპორტსმენებიც არიან – სამწუხაროდ, “ჰატაისპორის” ლეგიონერი კრისტიან ატსუ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

სხვა სტატიები