Belive

პიერლუიჯი გოლინი იანვრის თვეში ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პიერლუიჯი გოლინი "ნაპოლის" გულშემატკივრებმა იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იტალიური კლუბის ქომაგებმა ხმა კლუბის ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით მისცეს.

ალექს მერეტს, რომელიც "ნაპოლის" ძირითად მეკარედ ითვლება ტრავმა აქვს და 29 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.

პიერლუიჯი გოლინიმ იანვარში ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა: "ტორინო" 3:0 "ნაპოლი", "ნაპოლი" 2:1 "სალერნიტანა", (სუპერთასი) "ნაპოლი" 3:0 "ფიორენტინა", (სუპერთასი) "ნაპოლი" 0:1 "ინტერი", "ლაციო" 0:0 "ნაპოლი".

სხვა სტატიები