ეს უკვე სერიოზული ნაბიჯებია | რეალმა ნიკო პასის დაბრუნებაზე მოლაპარაკება დაიწყო
მადრიდის რეალმა ნიკო პასის დაბრუნებასთან დაკავშირებით შიდა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო - 'სამეფო კლუბში' ძალიან აფასებენ ნიკოს, მის პროფესიონალიზმს, ხასიათსა და სათამაშო ხარისხს. კლუბს კვლავ აქვს გეგმა, რომ ნიკო პასი მადრიდში დააბრუნოს.
რეალს ფეხბურთელის დაბრუნების გამოსყიდვის უფლება აქვს, რომლის ღირებულებაც 80 მილიონი ევროა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ეს გამოსყიდვის მექანიზმი 2027 წლის ზაფხულში ამოქმედდება.
თავად ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს კომოში დარჩენა არჩია, რადგან სურდა რეგულარულად ეთამაშა და განვითარება გაეგრძელებინა, თუმცა მან თამაშის ხარისხს იმდენად მოუმატა, რომ ძნელად წარმოსადგენია, ამ სეზონის შემდეგ იგი კვლავ კომოში დარჩეს.
თანაც ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ ნიკოს მომავალზე კონტროლი კვლავ მადრიდულ კლუბს აქვს.
🚨 BREAKING: Real Madrid have already started INTERNAL discussions about Nico Paz.
— Madrid Xtra (@MadridXtra) November 19, 2026
Real Madrid LOVE Nico, his attitude, his quality.
They still have the PLAN to bring him back. @FabrizioRomano 🇦🇷 pic.twitter.com/8Oy5kleBTv
22 წლის არგენტინელმა მადრიდის რეალის ახალგაზრდული აკადემია გაიარა და რამდენიმე მატჩი ჩაატარა როგორც მთავარ გუნდში, ისე რეალ მადრიდ კასტილიაში, სანამ 2024 წლის აგვისტოში სრულფასოვანი ტრანსფერით კომოში გადავიდოდა.