Belive

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზეა ჩანიშნული.

ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება.

View this post on Instagram

A post shared by ეროვნული ნაკრები (@nakrebi)

სხვა სტატიები