Belive

ჩეხური მედია: "კვარადონას გარდა საქართველოს ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჩეხური მედია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მეტოქეების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. ერთ-ერთმა ჩეხმა ჟურნალისტმა, შტეპან ტუმამ სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძის შესახებ დაწერა და მის მშვენიერ სათამაშო ფორმას ხაზი გაუსვა. ამას სხვადასხვა მედია საშუალებაში ქართველი ფეხბურთელის კარიერის დეტალური განხილვა მოჰყვა და ჩეხური მედიის საერთო მოსაზრებით, საქართველოს ნაკრები საკმაოდ რთულ მეტოქედ გახლავთ მიჩნეული.

"ევროზე საქართველო მხოლოდ კვარადონა არ იქნება. მისი თანამემამულე გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია აპრილის დასაწყისიდან დღემდე. მისი გოლების ბალანსი წარმოუდგენელია. მით უმეტეს, როცა "მეცში" თამაშობ, რომელშიც გამოკვეთილი ლიდერი ხარ, გუნდი კი გასავარდნ ზონაშია და პლეი-ოფისთვის იბრძვის", - წერს ჩეხი ჟურნალისტი შტეპან ტუმა, რომლის პოსტსაც ჩეხურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჩეხურმა მედიამ გიორგი მიქაუტაძის კარიერა გააანალიზა, მისი განვლილი გზა და სტატისტიკა მოიშველია და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 20204-ზე საკმაოდ ძლიერი გუნდი იქნება.

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ერთმანეთს 24 ივნისს, ჰამბურგში შეხვდებიან. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები