Belive

"4-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ" - ფაბრიციო რომანომ დავითაშვილის ტრანსფერზე დაწერა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ დაწერა.

კონკრეტულად, იტალიელი ჟურნალისტი ამბობს, რომ 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ბორდოდან" "სენტ-ეტიენში" უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

"ამ მომენტში ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენში" სამედიცინო შემოწმებას გადის. ის ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს დღეს გააფორმებს", - წერს ფაბრიციო რომანო.

ზურიკო დავითაშვილი 2022 წლის ზაფხულში, "დინამო ბათუმიდან" "ბორდოს" შემადგენლობაში იჯარის წესით გადაბარგდა, ერთი წლის შემდეგ კი, "ჟირონდინების" სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ პერიოდში, მან "ბორდოს" შემადგენლობაში 14 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები