Belive

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C ჯგუფის მეხუთე ტურში პირველი გამარჯვება ლუქსემბურგის წინააღმდეგ მოიპოვა ანგარიშით 4:2.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები 0:2 მარცხდებოდა, პირველი ნახევრის მიწურულს კი მოედანზე უცნაური ფაქტი მოხდა განათება გამოირთო და რამდენიმე წუთში შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 43-ე წუთიდან განახლდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დაიწყო 66-ე წუთზე ერთი გოლი თეონა ბაქრაძემ გაქვითა, 79 წუთზე კი ხატია ჭყონიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მალევე 86-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ნინო პასიკაშვილმა წინ გაიყვანა. 97-ე წუთზე კი ნათია დანელიამ საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებმა პირველი მოგებაც გაიფორმა.

ჯგუფში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები