Belive

საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის ჯგუფში მესამე მატჩი ჩაატარა. ჩვენი ნაკრები კვიპროსს ესტუმრა და მასპინძელი გუნდი 0:2 დაამარცხა.

შეხვედრის 32-ე წუთზე პირველი გოლი ირინა ხაბურძანიამ გაიტანა, 39 წუთზე გოლის ავტორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. მეორე და მატჩში ბოლო გოლი თეონა ბაქრაძემ 64-ე წუთზე გაიტანა.

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები C ლიგის ჯგუფში 4 ქულით მე-3 ადგილზეა (1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). პირველზე 4-დან 4 მოგებით ბელარუსის ნაკრებია, მეორე ადგილს 4 ქულით ლიეტუვის ნაკრები იკავებს, ხოლო ბოლოზე კვიპროსია.

სხვა სტატიები