Belive

საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ცნობილია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ცნობილია.

19 ივლისს, ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიას, ორმატჩიან ორთაბრძოლაში შეხვდება.

ირის ანტმანის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და პლეი-ოფში გავიდა. ირლანდიის ნაკრების დაბრკოლების გადალახვის შემთხვევაში, გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის შეხვედრები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე.

სხვა სტატიები