Belive

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-მდე ერთი ამხანაგური შეხვედრა მონტენეგროსთან გამართა, სადაც 1:3 გამარჯვების მოპოვება შეძლო. პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა მე-10 წუთზე გაიტანა, საგოლე გადაცემა გიორგი გველესიანმა გააკეთა. გიორგი მიქაუტაძემ მეორე გოლი გაიტანა და ჩვენი ნაკრების სხვაობა ორამდე გაზარდა, მან გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. 66-ე წუთზე მონტენეგროელთა რიგებიდან სხვაობა სტევან იოვეტიჩმა შეამცირა. მესამე გოლის ეპიზოდში 84-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და მომენტი ბუდუმ გოლად გარდაქმნა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება. ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთის ნაკრებთან გამართავს.

სხვა სტატიები