საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მე-5 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა (0 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი).
სრულად სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
ჩრდილოეთ ირლანდია - 8 ქულა
უნგრეთი - 7 ქულა
უკრაინა - 4 ქულა
საქართველო - 2 ქულა